საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2017 წლის 6 ოქტომბერს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების მე-10 საკოორდინაციო შეხვედრა, რომლის დროსაც, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ წარმოდგენილი იქნა ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის პროგრამის (Technical Cooperation Facility II) ფარგლებში დაფინანსებული ორი ახალი პროექტის ძირითადი კომპონენტები.

ორივე პროექტი განხორციელდება 2017-2020 წლებში და მიზნად ისახავს საქართველოში მიგრაციის და საზღვრის მართვის სისტემების მდგრადობის მხარდაჭერას, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანებითაა განსაზღვრული.

ორივე პროექტი მსსკ-ს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.

საკოორდინაციო შეხვედრები როგორც წესი იმართება წელიწადში ორჯერ, თავს უყრის სფეროთი დაინტერესებულ ყველა მოთამაშეს, და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ სისტემატიურად ახლდება მიგრაციის შესახებ პროექტების ელექტრონული „მატრიცა“.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი