პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება და 2019 წლის მიგრაციის პროფილის პრეზენტაცია გაიმართა

2019 წლის 25 სექტემბერს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით 2016-2019 წლებში მიმდინარე პროექტის „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ კომისიის წევრი უწყებების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა წარიმართა ორი სესიის ფორმატში: პირველ სესიის მსვლელობისას სამდივნოს თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ პროგრესისა და ძირითადი მიღწევების შესახებ, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა და ხელი შეუწყო კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას; ხოლო, მეორე სესიაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა ევროკავშირის დელეგაცია, მიმოხილული იქნა უკანასკნელ წლებში ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში მიგრაციის მართვის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და წარმოდგენილი იქნა სამომავლო გეგმები, რომლებიც გამიზნულია ქვეყანაში მიგრაციის მართვის სისტემის საბოლოო დახვეწისა და მდგრადობის უზრუნველყოფად, რაც, ასევე, გულისხმობს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის პოზიტიური ეფექტის გამყარებას. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მსსკ-ს ფარგლებში შემუშავებული რიგით მესამე ე.წ. საშუალო ფორმატის პროფილია. დოკუმენტი შემუშავდა კომისიის წევრი უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების ყოვლისმომცველი სურათის აღწერა.

მიგრაციის პროფილის ჩამოტვირთვა

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი