სიახლეები

  • 29 ივნისი 2017

    იუსტიციის მინისტრმა გლობალურ ფორუმზე მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელი წარადგინა

    ბიუროკრატიული მექანიზმებისგან დაცლილი მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელი − მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომელიც ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკას წარმართავს, თეა წულუკიანმა ბერლინში მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმზე (GFMD) წარადგინა. ეს პირველი...

  • 27 ივნისი 2017

    ეუთო-ს ტრენინგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე გენდერული ჭრილში

    2017 წლის 27-28 ივნისს თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა ტრენინგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე გენდერული ასპექტის ჭრილში. ღონისძიება ორგანიზებული იყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო...

  • 26 ივნისი 2017

    სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრა

    2017 წლის 26 ივნისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა...

  • 20 ივნისი 2017

    საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

    2017 წლის 20 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-9 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო...

  • 12 ივნისი 2017

    „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

    იუსტიციის მინისტრმა „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ინიციატივის − „პარტნიორობა მობილობისთვის“ − ფარგლებში 2017 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში გაიმართა. ინიციატივის მიზანი მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება,...

  • 7 ივნისი 2017

    ევროკავშირის სავიზო და შენგენის საინფორმაციო სისტემების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    2017 წლის 6 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის სავიზო (VIS) და მეორე თაობის შენგენის (SIS II) საინფორმაციო სისტემების შესახებ...

  • 31 მაისი 2017

    ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევის მეორე გამოცემა მომზადდა

    2015 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ფარგლებში შემუშავდა ლეგალური იმიგრაციის პირველი გზამკვლევი, რომელიც მსსკ-ს წევრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მალე გახდა ერთ-ერთი...

  • 17 მაისი 2017

    მიგრაციის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    10-11 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გლობალური მიგრაციული პროცესების გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა – მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა – ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და რეგიონული...

  • 8 მაისი 2017

    პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა

    2017 წლის 4 მაისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „მეტი მეტისათვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-9 შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო...

  • 24 აპრილი 2017

    მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილების პრეზენტაცია გაიმართა

    მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო აგრძელებს სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას მიგრაციის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე წარმოაჩინოს საქართველოში მიგრაციის სფეროში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი